კალათბურთი

16:44 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 14 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 33-ე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფე" საკუთარ მოედანზე „ვალენსიასთან“ 99:102 დამარცხდა.

მატჩი მხოლოდ ბოლო პერიოდმა დაძაბა, რომელიც „ტენერიფემ“ 15 ქულით მოიგო, თორემ მანამდე „ვალენსია“ კომფორტულ უპირატესობას ფლობდა.

შერმადინმა 26 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა შეტევაში უშეცდომოდ ითამაშა: 4-დან 4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფე“ 25 მოგებით და 8 წაგებით მეორე ადგილზეა, პლეი-ოფში უკვე გასულია, ხოლო რეგულარული სეზონის ბოლო ტურში 30 მაისს, „მანრესას“ ესტუმრება.

0.17464