ფეხბურთი

17:20 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: "პსჟ-ს თამაშმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ "ინტერი" უფრო გამოცდილია"

„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა L’Equipe-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, პსჟ-ს თამაშით მოხიბლულია, მაგრამ ფინალში ფავორიტად არ მიაჩნია, რადგან „ინტერი“ უფრო გამოცდილია:

„პსჟ-ს თამაშის სტილმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ინდივიდუალური თვისებებით და მათი მონდომებით. გასაკვირი იყო, რომ პირველ მატჩში მათ წინააღმდეგ მოგება მოვახერხეთ მას შემდეგ, რაც ისინი თამაშში დომინირებდნენ, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება.

საპასუხო შეხვედრაში გოლის გატანა საწყის ოც წუთში შეგვეძლო და მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. საბოლოოდ, თანაბარი მატჩი გამოვიდა, რომლის ბედი პენალტებში გადაწყდა.

არ მგონია, პსჟ ფინალში ფავორიტი იყოს. როგორც ვთქვი, მათ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს, თუმცა, „ინტერის“ წინააღმდეგ მითამაშია, დენზელ დუმფრისი და სტეფან დე ვრეი ნაკრებში ჩემი თანაგუნდელები არიან, ეს კლუბი უფრო გამოცდილია, რადგან ცოტა ხნის წინ ფინალში ითამაშა“, - თქვა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი 31 მაისს, მიუნხენში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100072