ფეხბურთი

19:05 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიორლოთის მორიგი ჰეთ-თრიქი: "ატლეტიკომ" ლა ლიგა გამარჯვებით დაასრულა (+VIDEO)

მადრიდის „ატლეტიკომ“ ლა ლიგის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. დიეგო სიმეონეს გუნდმა სტუმრად „ჟირონა“ 4:0 გაანადგურა.

68-ე წუთამდე ანგარიში გახსნილი არ იყო, მაგრამ ამის შემდეგ „როხიბლანკომ“ოთხჯერ გაიტანა. ოთხიდან სამი გოლი ალექსანდერ სიორლოთის აქტივშია, რომელიც დიდებულ ფორმაშია. ნორვეგიელმა ორი კვირის წინ პოკერი შეასრულა, ხოლო დღეს - ჰეთ-თრიქი.

„ატლეტიკომ“ ლა ლიგაში 76 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. მადრიდული გუნდი მომდევნო მატჩს 15 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.170792