საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში წყალტუბოს „სამგურალმა“ „დინამო ბათუმი“ 3:0 დაამარცხა.
„სამგურალს“ ბოლო 5 მატჩი წაეგო, ზედიზედ 7 ტური ვერ იგებდა, მაგრამ ნავსი გატეხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. პირველ ტაიმში გიორგი ფანცულაიამ დუბლი შეასრულა, ხოლო მეორე ნახევარში ლუკა ხორხელმა გაიტანა. ბათუმელებს გოლის გასატანად ყველაზე კარგი შანსი 29-ე წუთზე ჰქონდა, როცა უერდი მარამ პენალტი შეასრულა, მაგრამ არაზუსტად.
„სამგურალის“ შეწყვეტილ სერიაზე ვთქვით, მაგრამ „დინამო ბათუმიც“ კრიზისშია, რომელმაც მეორე წრის 8 ტურში მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და ერთადერთი თამაში მოიგო.
„სამგურალი“ 15 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, ხოლო „დინამო ბათუმი“ 27 ქულით მეოთხეა და ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.
„სამგურალი“ – „დინამო ბათუმი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ფანცულაია (12), 2:0 ფანცულაია (42), 3:0 ხორხელი (60, პენ)