ფეხბურთი

21:05 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" დანიის ჩემპიონი გახდა

„კოპენჰაგენი“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, დანიის ჩემპიონი გახდა. ბოლო ტურში „კოპენჰაგენმა“ შინ „ნორდშელანდი“ 3:0 დაამარცხა.

გოჩოლეიშვილს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველმა მცველმა სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 33 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად დანიის ჩემპიონობაში კი, წვლილი გოლით და 3 საგოლე პასით შეიტანა. 24 წლის ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ორგზის ჩემპიონი იყო, ახლა მას დანიის ჩემპიონატიც აქვს მოგებული.

„კოპენჰაგენმა“ სეზონი 63 ქულით დაასრულა და ერთი ქულით აჯობა „მიდტიულანდს“, ხოლო დანიის ჩემპიონი ისტორიაში მე-16-ედ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095123