ინგლისის პრემიერლიგის 2024-2025 წლების სეზონი დასრულდა და ყველაფერი გაირკვა.
ბოლო ტურის წინ ჩემპიონის ბედიც გარკვეული იყო და ის გუნდებიც, ვინც გავარდნენ, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურებისთვის მიმდინარეობდა ბრძოლა.
„მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ფულჰემი“ 2:0 დაამარცხა და სეზონი 71 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, უმძიმესი სეზონის მიუხედავად, პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, თანაც, მეორეადგილოსან „არსენალს“ მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა.
ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა „ჩელსი“, რომელმაც სტუმრად კონკურენტი „ნოტინგემი“ 1:0 დაამარცხა. შედეგად, ენცო მარესკას გუნდს 69 ქულით მეოთხე ადგილი ერგო.
ბოლო ტურში შინ მოულოდნელად დამარცხდა „ნიუკასლი“, რომელიც უმოტივაციო „ევერტონთან“ უქულოდ დარჩა (0:1), მაგრამ მეხუთე ადგილი მაინც დაიკავა 66 ქულით, რის შემდგომაც, ჩემპიონთა ლიგაზეც ისიც გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა „ასტონ ვილა“, რომელიც დემორალიზებულ „მანჩესტერთან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა. პირველი ტაიმის ბოლოს გააძევეს ემილიანო მარტინესი, კარიერაში პირველად და უნაი ემერის გუნდმა ვერ შეძლო 10 ფეხბურთელით მოგება. 0:0-ზე „ვილას“ გოლი გაუუქმეს, ძალზე საეჭვო ვითარებაში, მაგრამ ფაქტია, რომ ბირმინგემელებმა წააგეს და ევროპა ლიგით მოუწევთ დაკმაყოფილება, რადგან 66 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავეს.
„ნოტინგემს“ „ჩელსისთან“ მოგებით შეეძლო ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, მაგრამ 0:1 წააგო და 65 ქულით მეშვიდე ადგილს დასჯერდა, ეს მხოლოდ კონფერენს ლიგის საგზურის მომტანია.
ჩემპიონმა "ლივერპულმა" სეზონი "ენფილდზე" "კრისტალ პალასთან" ფრით (1:1) დასრულა, ხოლო ვიცე-ჩემპიონმა "არსენალმა" სტუმრად "საუთჰემპტონი" დაამარცხა.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილი
1. | ლივერპული | 38 | 25 | 9 | 4 | 86 | 41 | 45 | 84 |
2. | არსენალი | 38 | 20 | 14 | 4 | 69 | 34 | 35 | 74 |
3. | მანჩესტერი სიტი | 38 | 21 | 8 | 9 | 72 | 44 | 28 | 71 |
4. | ჩელსი | 38 | 20 | 9 | 9 | 64 | 43 | 21 | 69 |
5. | ნიუკასლი | 38 | 20 | 6 | 12 | 68 | 47 | 21 | 66 |
6. | ასტონ ვილა | 38 | 19 | 9 | 10 | 58 | 51 | 7 | 66 |
7. | ნოტინგემი | 38 | 19 | 8 | 11 | 58 | 46 | 12 | 65 |
8. | ბრაიტონი | 38 | 16 | 13 | 9 | 66 | 59 | 7 | 61 |
9. | ბორნმუთი | 38 | 15 | 11 | 12 | 58 | 46 | 12 | 56 |
10. | ბრენტფორდი | 38 | 16 | 8 | 14 | 66 | 57 | 9 | 56 |
11. | ფულჰემი | 38 | 15 | 9 | 14 | 54 | 54 | 0 | 54 |
12. | კრისტალ პალასი | 38 | 13 | 14 | 11 | 51 | 51 | 0 | 53 |
13. | ევერტონი | 38 | 11 | 15 | 12 | 42 | 44 | -2 | 48 |
14. | ვესტ ჰემი | 38 | 11 | 10 | 17 | 46 | 62 | -16 | 43 |
15. | მანჩესტერი | 38 | 11 | 9 | 18 | 44 | 54 | -10 | 42 |
16. | ვულვზი | 38 | 12 | 6 | 20 | 54 | 69 | -15 | 42 |
17. | ტოტენჰემი | 38 | 11 | 5 | 22 | 64 | 65 | -1 | 38 |
18. | ლესტერი | 38 | 6 | 7 | 25 | 33 | 80 | -47 | 25 |
19. | იფსვიჩი | 38 | 4 | 10 | 24 | 36 | 82 | -46 | 22 |
20. | საუთჰემპტონი | 38 | 2 | 6 | 30 | 26 | 86 | -60 | 12 |