ჩემპიონთა ლიგის 36 მონაწილედან უმეტესობა უკვე გარკვეულია. აღსანიშნავია, რომ 36-დან 22 გუნდი წარმოადგენს ტოპლიგებს - პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა და ლიგა 1.
ყველაზე მეტი, 6 კლუბი ინგლისიდანაა, რაც უნიკალური შემთხვევაა, რადგან აქამდე ერთ სეზონში არცერთი ქვეყანა ყოფილა ჩემპიონთა ლიგაზე 6 გუნდით. ესპანეთს 5 გუნდი ეყოლება, ხოლო იტალიასა და გერმანიას - ოთხ-ოთხი.
ფაზის ეტაპზე იქნება ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი", გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" და გიორგი ქოჩორაშვილის "სპორტინგი". მამარდაშვილი და ქოჩორაშვილი ახალ კლუბებს ზაფხულში შეუერთდებიან, ისინი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის მოლოდინში არიან.
გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზე უკვე მოხვდნენ:
ინგლისი
„ლივერპული“, „არსენალი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ნიუკასლი“, „ტოტენჰემი“
ესპანეთი
„ბარსელონა“, „რეალი“, „ატლეტიკო“, „ბილბაო“, „ვილიარეალი“
იტალია
„ნაპოლი“, „ინტერი“, „ატალანტა“, "იუვენტუსი"
გერმანია
„ბაიერნი“, „ლევერკუზენი“, „აინტრახტი“, „დორტმუნდი“
საფრანგეთი
„პარი სენ-ჟერმენი“, „მარსელი“, „მონაკო“
ნიდერლანდები
პსვ ეინდჰოვენი, „აიაქსი“
პორტუგალია
„სპორტინგი“
ბელგია
"უნიონ სენ-ჟილი"
საბერძნეთი
„ოლიმპიაკოსი“
ჩეხეთი
„სლავია“
თურქეთი
„გალათასარაი“
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს ასპარეზობას საქართველოს ჩემპიონი "იბერია", რომელიც განუთესავია და მეტოქე განთესილებიდან ეყოლება. თბილისური გუნდის სავარაუდო მეტოქეები არიან:
„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი), „სტიაუა“ (რუმინეთი), „ოლიმპია“ (სლოვენია), „მალმიო“ (შვედეთი), „ჟალგირისი“ (ლიეტუვა), რფს (ლატვია), „კუპსი“ (ფინეთი), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „ნიუ საინტსი“ (უელსი), „დრიტა“ (კოსოვო), „ბრეიდაბლიკი“ (ისლანდია), „ლინფილდი“ (ჩრდ. ირლანდია), „ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო), "ჟრინსკი" (ბოსნია).
საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების გუნდებიც იქნებიან: ლაშა ოდიშარიას რფს პირველი ეტაპიდან დაიწყებს გამოსვლას, მეორე ეტაპიდან გურამ კაშიას "სლოვანი", ხოლო პლეი-ოფში, საიდანაც ერთი ნაბიჯია ფაზის ეტაპამდე, ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" და გაბრიელ სიგუას "ბაზელი" გამოვლენ.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი 8 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულება, ხოლო ფაზის ეტაპი სტარტს 16 სექტემბერს აიღებს. ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში გაიმართება.