ფეხბურთი

22:03 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე "ნაპოლის" ტოვებს, დე ლაურენტისს მისი შემცვლელი შერჩეული ჰყავს

„ნაპოლის“ დიდი ალბათობით, ანტონიო კონტე დატოვებს. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ის ძალიან ახლოსაა კლუბთან თანამშრომლობის დასრულებასთან.

„ნაპოლიდან“ კონტეს შესაძლო წასვლაზე დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომელიც როგორც ჩანს, რეალურია. აღსანიშნავია, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ კონტეს არ უთქვამს თავის მომავალზე გადაჭრით არაფერი და ვერც აურელიო დე ლაურენტისმა დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ ის დარჩება. უფრო მეტიც, მათი განცხადებები უფრო იმის მიმანიშნებელია, რომ ანტონიო მიდის.

კონტეს გადაბირება „იუვენტუსს“ სურს და მწვრთნელის სურვილიც იგივეა - „იუვეში“ დაბრუნება, სადაც 13 წელი ფეხბურთელის, ხოლო 3 წელი მწვრთნელის რანგში გაატარა.

დი მარციო ასევე იტყობინება, რომ კონტეს შემცვლელად აურელიო დე ლაურენტისს „იუვენტუსის“ კიდევ ერთი ყოფილი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა სურს, რომელიც ტურინულ გრანდში 8 წელი მუშაობდა და ახლა უგუნდოდაა. დე ლაურენტისის მიზანია ალეგრისთან, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შეთანხმებას, რათა სხვა კლუბებს დაასწროს.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლი“ შარშან ჩაიბარა და პირველივე სეზონში სკუდეტოს მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164838