ფეხბურთი

22:48 | 25.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქოჩორაშვილის "ლევანტე" ლა ლიგაში აღზევდა, გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგაში დაბრუნდა, გიორგი წიტაიშვილმა კი, გოლი გაიტანა.

ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში „ლევანტე“ „ბურგოსს“ ესტუმრა, რომელთანაც 86-ე წუთამდე აგებდა (1:2), მაგრამ ბოლო წუთებზე ორი გოლი გაიტანა, 3:2 გაიმარჯა და ლა ლიგას 2022 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

ქოჩორაშვილი თამაშში 56-ე წუთზე ჩაერთო. გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა „ლევანტეს“ წარმატებაში, რომელიც 76 ქულით პირველ ადგილზეა და ბოლო ტურის წინ მინიმუმ მეორე პოზიცია გაინაღდა. სეზონის დასკვნით მატჩს „ლევანტე“ „ეიბართან“ შინ გამართავს.

ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მოგეხსენებათ, გიორგიმ უკვე გააფორმა კონტრაქტი ლისაბონის "სპორტინგთან", რომელსაც ზაფხულიდან შეუერთდება.

წიტაიშვილის „გრანადამ“ საკუთარ მოედანზე „კასტელონი“ 2:1 დაამარცხა. გიორგიმ 26-ე წუთზე გახსნა ანგარიში და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ის მოედანზე 59 წუთის განმავლობაში იყო.

გიორგი წიტაიშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„გრანადა“ 65 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ბოლო ტურში სტუმრად „რასინგს“ შეხვდება, რომელსაც 3 ქულით ჩამორჩება. წიტაიშვილის გუნდი ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, რაც ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.096816