საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტურში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი „იბერია“ „გარეჯს“ ესტუმრა, რომელიც ვერ დაამარცხა და ქულები დაკარგა.
ლევან კორღალიძის გუნდი უკვე მერვე წუთზე იგებდა, როდესაც ლუკა სილაგაძემ გახსნა ანგარიში, თუმცა თბილისელებმა შემდეგ უპირატესობა ვეღარ გაზარდეს. სამაგიეროდ, 86-ე წუთზე გაუშვა. „გარეჯი“ მარცხისგან გიორგი გოგოლაშვილმა იხსნა.
„იბერია“ 41 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ „დილა“ უკვე 6 ქულამდე მიუახლოვდა, ხოლო მომდევნო ტურში „გაგრას“ დაუპირისპირდება.
„გარეჯი“ 15 ქულით მერვეა და საზაფხულო პაუზამდე ბოლო მატჩს „ტორპედოსთან“ გამართავს.
„გარეჯი“ - „იბერია“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 სილაგაძე (8), 1:1 გოგოლაშვილი (86)