ლისაბონის „სპორტინგმა“ პორტუგალიის თასი მოიგო, ფინალში „ბენფიკას“ აჯობა.
დერბიში 47-ე წუთზე „არწივები“ ორქან კოკჩუს გოლით დაწინაურდნენ. სამ წუთში „ბენფიკამ“ მეორეც გაიტანა, მაგრამ გოლი გაუქმდა და ანგარიში 1:0 დარჩა.
ძალიან ახლოს იყო „ბენფიკა“ თასის მოგებასთან, თუმცა, მე-10 კომპენსირებულ წუთზე ვიქტორ გიოკერეშმა პენალტით გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
იქ უკვე „სპორტინგი“ დაეუფლა უპირატესობას, რაც შედეგშიც ასახა: კონრად ჰარდერმა და ტრინკაომ ორი გოლი გაიტანეს და „სპორტინგმა“ 3:1 გაიმარჯვა.
შედეგად, დუბლი შეასრულა, რადგან პორტუგალიის ჩემპიონიც გახდა ამ სეზონში, სადაც ასევე „ბენფიკას“ აჯობა.
„სპორტინგმა“ პორტუგალიის თასი ისტორიაში მე-18-ედ მოიგო. მოგეხსენებათ, ლისაბონურ გუნდს ზაფხულში გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდება.