სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ევროლიგის ჩემპიონია. თურქულმა გუნდმა ფინალში „მონაკო“ დაძაბულ ბრძოლაში 81:70 დაამარცხა.
ბოლო პერიოდის წინ „ფენერის“ უპირატესობა სულ რაღაც სამი ქულა იყო, მაგრამ თურქებმა დასკვნითი მეოთხედი კარგად ჩაატარეს (27:19) და გამარჯვება იზეიმეს.
„ფენერბაჰჩეს“ ნაიჯელ ჰაინესმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო მარკო გუდურიჩის აქტივში 19 ქულა და 6 მოხსნა იყო. „მონაკოში“ ალფა დიალო გამოირჩა 19 ქულით და 3 მოხსნით. მოგეხსენებათ, „მონაკოს“ სამწვრთნელო შტაბში მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს. მისი გუნდი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
„ფენერბაჰჩე“ ევროლიგის ჩემპიონი ისტორიაში მეორედ გახდა, პირველად ეს 2017 წელს შეძლო.
მესამე ადგილი პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ დაიკავა, რომელმაც ათენის „პანათინაიკოსი“ 97:93 დაამარცხა.