კალათბურთი

9:58 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში, "ნიქსმა" "პეისერსთან" ანაგრიში შეამცირა (VIDEO)

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს "ინდიანა პეისერსი" და "ნიუ იორკ ნიქსი" ხვდებიან. სერიის მესამე შეხვედრა "ინდიანას" დარბაზში გაიმართა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოო ჯამში "ნიქსის" გამარჯვებით 106:100 დასრულდა.

ამ გამარჯვებით "ნიქსის" კალათბურთელებმა სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს 2:1. აღსანიშნავია, რომ მატჩი მასპინძლების უპირატესობით მიმდინარეობდა და დიდ შესვენებაზე "ინდიანა" 13 ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა დაცვაში თამაში გამოასწორეს და მეტოქე დააქამბექეს.

"ნიქსის" მხრიდან საუკეთესოები კარლ-ანტონი ტოუნსი და ჯალენ ბრანსონი გახდნენ, დომენიკის წარმომადგენლმა მატჩი 24 ქულით, 15 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ხოლო ბრანსონის ანგარიშზე 23 ქულა 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა.

გუნდებს შორის მომდევნო, მეოთხე შეხვედრა 28 მაისს გაიმართება, რომელსაც კვლავ "ინდიანას" დარბაზი უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.176102