თამაშგარე

10:35 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუნას მკერდი და ნეაპოლელთა სიხარული (+VIDEO)

ბოლო სამ წელიწადში მეორედ გაჩემპიონებული „ნაპოლის“ სიხარული სხეულის ყველა ნაწილით გაისიგრძეგანა ნეაპოლელმა ინფლუენსერმა, საზოგადო მოღვაწემ და კარგი ოჯახიშვილმა ლუნა ლუონგომ, რომელიც ძველი თაობის ქომაგ ლამაზმანთა გზას დაადგა და ჯერ კიდევ 2024-2025 წლების საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ განაცხადა - თუ ნეაპოლიტანელები იტალიის ჩემპიონები გახდებოდნენ, მკერდს საჯაროდ მოვიშიშვლებ და ხაშლამასავით ჩამოვტარდები ამძუვნებულ მამრთა წინაშეო.

ისე ნეტა ბევრი პოლიტიკოსი ასრულებდეს დანაპირებს, როგორც ეს სენიორიტა ლუნამ გააკეთა. „ნაპოლი“-„კალიარის“ შეხვედრაში მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა თუ არა, ლუნა ლუონგომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველას ელოდა მისი სახლის წინ და რაც საჭირო იყო იმას აივნიდან აქანქარებდა.

რაც შემდეგ მოხდა ამას წარმოდგენილ ვიდეოდანაც ხედავთ. სამწუხაროდ ამ ვიდეოში ლუნას მხოლოდ ზურგიდან ვუმზერთ, თუმცა თუკი დაბლიდან ამოსულ ბედნიერების გამომხატველ შეძახილებს გავითვალისწინებთ, პირობაც აღსრულდა და სიხარულმაც ჰპოვა თავისი გზა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097069