ფეხბურთი

11:40 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატლანტამ" მოგების გემო გაიხსენა, ლობჟანიძემ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა (VIDEO)

MLS-ში მე-15 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედმა" საკუთარ მოედანზე "ცინცინატს" უმასპინძლა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქართველმა მე-20 წუთზე აიან ფორჩუნის გაატანინა.

აღსანიშნავია, რომ "ატლანტას" 8 მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო 3 ქულის მოპოვება.

15 ტურის შემდეგ ქართველის გუნდი 14 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას "ატლანტა" "ორლანდო სიტის" წინააღმდეგ 29 მაისს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09591