სხვა

13:00 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ დვალიშვილი: "ბრძოლისთვის მზად ვარ, ჯანმრთელი და მშიერი ვარ" (+VIDEO)

UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო გაავრცელა, სადაც "მანქანამ" განაცხადა, რომ არანაირი ტრავმა არ აწუხებს და ბრძოლისთვის მზადაა.

"ნიუ ჯერსი მოვდივარ, 7 ივნისს. შუგა გირჩევნია ორთაბრძოლაზე გამოცხადდე და ხალხს კარგი ჩხუბი ვაჩვენოთ. არავითარი თავის გასასამართლებელი მიზეზი არც შენთვის და არც ჩემთვის. ხალხო გპირდებით, რომ ძალიან მაგარ დროს გაატარებთ და მაგარ ბრძოლას იხილავთ. სრულიად ჯანმრთელი და მშიერი ვარ." - თქვა მერაბმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ცნობისთვის რამდენიმე დღის უკან სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ მერაბს ფეხის ერთ-ერთი თითი აქვს დაზიანებული. როგორც მისმა მწვრთნელმა ჯონ ვუდმა განაცხადა, ქართველს ფეხის თითი აქვს მოტეხილი, თუმცა ორთაბრძოლას არ ჩაეხსნება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაცვას შონ ო'მალის წინააღმდეგ ეცდება, ბრძოლა 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისი) ნიუ ჯერსიში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.087958