ფეხბურთი

13:30 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერი შეჩერებულია, გიორგი ჩაკვეტაძემ თურქეთში თამაშზე უარი თქვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური "უოტფორდის" ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის შეძენით თურქული კლუბი "ტრაბზონსპორი" იყო დაინტერესებული, თუმცა უშედეგოდ. როგორც თურქული გამოცემა kuzeyekspres-ი იუწყება, აღნიშნულ გარიგებაზე უარი თავად ჩაკვეტაძემ თქვა.

წყაროს ცნობით, თურქული კლუბის ხელმძღვანელობა ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობდა და მოლაპარაკებებს როგორც, ქართველი ფეხბურთელის აგენტთან, ისე ინგლისური კლუბის წარმომადგენლებთან მართავდნენ, თუმცა ყველაფერი ჩაიშალა, რადგან თურქეთში თამაშზე უარი თავად გიორგიმ თქვა.

ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" შემადგენლობაში 2024-2025 წლების სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. გიორგის მიმართ ინტერესს პრემიერლიგის კლუბების გარდა ესპანური გუნდებიც იჩენენ.

ჩაკვეტაძემ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163078