55 წლის ნიდერლანდელი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი "ბაიერ ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
როგორც ირკვევა, ტენ ჰააგმა "ფარმაცეპტეფთან" 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და საქმიანობას უახლოეს დღეებში შეუდგება. ნიდერლანდელი ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედს" წვრთნიდა, საიდანაც 2024 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, "ლევერკუზენს" ბოლოს ჩაბი ალონსო ედგა სათავეში, რომელიც მადრიდის "რეალის" მწვრთნელად დაინიშნა. თავდაპირველი ცნობებით, გერმანელებს ალონსოს შემცვლელად სესკ ფაბრეგასი სურდათ, თუმცა ესპანელმა "კომოს" დატოვებაზე უარი განაცხადა.