ფეხბურთი

14:00 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის შეძენით ერთბაშად პრემიერლიგის სამი კლუბი დაინტერესდა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გრაცის შტურმის" ფეხბურთელის ოთარ კიტეიშვილის მიმართ ინტერესი ერთბაშად სამ პრემიერლიგის კლუბს გაუჩნდა.

როგორც ავსტრიული გამოცემა Krone იუწყება, 29 წლის ქართველის შეძენა "ბარნლის", "ლიდსი იუნაიტედს" და "სანდერლენდს" სურთ. სამივე მათგანმა პრემიერლიგაში თამაშის უფლება წელს მოიპოვეს და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ მეორე წელია ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო "შტურმთან" ერთად მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

კიტეიშვილმა 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 13 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167474