სხვა

15:20 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეთ დიაზს UFC-ში დაბრუნება სურს, მან სავარაუდო მეტოქეებში ილია თოფურიას სახელიც ახსენა

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი ნეთ დიაზი დიდ სპორტში დაბრუნებას გეგმავს, როგორც მან თქვა ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობს და სავარაუდო მეტოქეთა სახელებიც დაასახელა.

"იმ შემთხვევაში თუ უარს არ მეტყვიან, UFC-ში დაბრუნება მსურს და სურვილი მაქვს ვინმე მაგრად ვცემო. ვისთან ვისურვებდი ჩხუბს? მე და კონორ მაკგრეგორს საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი, ვფიქრობ ჩვენს შორის მესამე ბრძოლა უნდა გაიმართოს, ასევე დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი BMF-ის ქამარზე მაქს ჰოლოვეისთან და კიდევ არის ილია თოფურია, ის ძალიან კარგი მებრძოლია, მასთან ჩხუბიც ძალიან მინდა." - განაცხადა ნეთ დიაზმა.

ცნობისთვის, ნეთ დიაზმა ბოლო ბრძოლა 2022 წელს გამართა, სადაც ვადაზე ადრე ტონი ფერგუსონი დაამარცხა. მას MMA-შო 21 გამარჯვება და 13 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.058445