ფეხბურთი

16:30 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩის მსურველთა რიცხვი იზრდება

39 წლის ლუკა მოდრიჩისა და მადრიდის „რეალის“ 13 წლიანი ურთიერთობა სრულდება, ხორვატი „ლოს ბლანკოსს“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს და თავისუფალი აგენტი ხდება.

როგორც ცნობილი ხდება, ხორვატი ფეხბურთელის დამატება არაერთ კლუბს სურს, მათ შორის მილანის „ინტერს“ და „ინტერ მაიამის“. Mundo deportivos ინფორმაციით, მოდრიჩის ტრანსფერის სურვილით ლიონელ მესიმ დევიდ ბექემს მიმართა, რაზეც ინგლისელის თანხმობა მიიღო.

აქვე ისიც სათქმელია, რომ ხორვატ ფეხბურთელს 2026 წლის მუნდიალზე თამაში უნდა, რის გამოც დიდა შანსი, რომ კვლავ ევროპაში დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩმა „რეალში“ 591 მატჩი ჩაატარა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ლა ლიგა და ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089376