სხვა

17:00 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ელალ მუჰამედი: „ძალიან შევცდი, მარცხი მხოლოდ ჩემი ბრალია“

UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ბელალ მუჰამედმა დუმილი დაარღვია და ჯეკ დელა მადალენასთან წაგებული ბრძოლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

„ბრძოლის დაწყების წინ, ჩემი გეგმა მადალენას დასაბმითება იყო და გამარჯვების ამ გზით მოპოვება, თუმცა მასთან მთელი ბრძოლის განმავლობაში ფეხზე დავრჩი და კრივში ვეცადე მისი დამარცხება, რაც ვაღიარებ დიდი შეცდომა იყო და მარცხი მხოლოდ ჩემი ბრალია. ფაქტია, მთელი კემპის დროს სტრაიკინგზე ბევრს ვმუშაობდი და მეგონა ჯეკის დამარცხება ამ გზითაც შემეძლო, თუმცა ძალიან შევცდი.“ „ბრძოლა მხოლოდ იმიტომ წავაგე, რომ ჩემს სტილს ვუღალატე და ახლა ამ ტვირთის ტარება მიწევს. ხალხს რაც არ უნდა ის ილაპარაკოს.“ - განაცხადა ბელალ მუჰამედმა.

შეგახსენებთ, რომ პალესტინელი ბელალ მუჰამედი საჩემპიონო ორთაბრძოლაში ჯეკ დელა მადალენასთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. სწორედ ამ შედეგის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ისლამ მახაჩევმა ამ წონით კატეგორიაში გადმოინაცვლა და მადალენას ქამრის დაცვა, სწორედ მასთან მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097624