ფეხბურთი

17:30 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერნანდეშმა შესაძლოა „მანჩესტერი“ დატოვოს, საქმეში გერმანული გრანდია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გამოიცვალოს. პორტუგალიელის შეძენით მიუნხენის „ბაიერნია“ დაინტერესებული.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა TEAMtalk-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, „რეკორდმაისტერები“ ნახევარდაცვის გაძლიერებას ფიქრობენ, მათი პირველი სამიზნე ფლორიან ვირცი იყო, თუმცა გერმანელმა „ლივერპულში“ გადასვლა არჩია, რის გამოც „ბაიერნის“ გეგმებიც შეიცვალა. ახლა მათი სამიზნე სწორედ ბრუნო ფერნანდეშია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და დიდია შანსი ეს ტრანსფერი შედგეს. გერმანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონის გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდეში „მანჩესტერის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს. მან 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 19 გოლი და 20 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089348
სარეკლამო ადგილი - 99
X x X