„ნაპოლის“ საჩემპიონო ზეიმზე მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნეაპოლში სკუდეტოს აღნიშვნა განსაკუთრებულია. თუმცა, მას არაფერი უთქვამს თავის მომავალზე, რადგან ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში.
„ერთი წლის განმავლობაში ბევრი ვიშრომეთ და ოცნების ასრულება მოვახერხეთ. გულშემატკივრების ხილვა, რომლებიც სკუდეტოს აღნიშნავენ, საოცარია, ეს გვინაზღაურებს იმ თავგანწირვას, რაც სეზონის განმავლობაში გავიღე. ძნელია არ იფიქრო ასეთ ვნებიან ქალაქზე, ეს არის ქალაქი, რომელიც ყველაფერს გასცემს და ბევრსაც ითხოვს. ვფიქრობ, მათ მივეცით ის, რაც გვქონდა და დღეს ისინი გვპასუხობენ საოცარი სიყვარულით.
იმისთვის ვმუშაობთ, რომ რაღაც მშვენიერი გავაკეთოთ და ეს შეგრძნებები ვაჩუქოთ გულშემატკივრებს. ძალიან ბედნიერი ვარ, ნეაპოლში სკუდეტოს ზეიმი მართლაც განსაკუთრებულია.
პატივისცემა მას, ვინც მოიგო, მაგრამ ასევე „ინტერს“, რადგან დავამარცხეთ შესანიშნავი გუნდი, რომელსაც არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა და შაბათს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი აქვს. ეს კიდევ უფრო მეტ პატივისცემას გვანიჭებს.
ვფიქრობ, ეს ენთუზიაზმი და ვნება რაღაც საოცარია და მას ყველგან ძნელად თუ შეხვდებით“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლიში“ მუშაობის პირველივე სეზონში სკუდეტოს მოგება, რომელიც კლუბის ისტორიაში მეოთხეა, ბოლო სამ სეზონში კი - მეორე.