ფეხბურთი

20:30 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

სპალეტიმ გუნდში 27 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, დებიუტანტია „ვერონას“ მცველი დიეგო კოპოლა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად უხმო ფრანჩესკო აჩერბისა და რიკარდო ორსოლინის, ხოლო დავიდე ძაპაკოსტა ნაკრებში 2021 წლის შემდეგ პირველად მოხვდა.

იტალიის ნაკრები ივნისში გასამართ უახლოეს მატჩებს ამ შემადგენლობით ჩაატარებს:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), დიეგო კოპოლა (ვერონა), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), მატეო გაბია (მილანი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი), დავიდე ძაპაკოსტა (ატალანტა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჩეზარე კაზადეი (ტორინო), დავიდე ფრატეზი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), სამუელე რიჩი (ტორინო), ნიკოლო როველა (ლაციო), სანდრო ტონალი (ნიუკასლი)

თავდამსხმელები: მოიზე კინი (ფიორენტინა), ლორენცო ლუკა (უდინეზე), დანიელ მალდინი (ატალანტა), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ატალანტა)

იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეგიდით საწყის ორ მატჩს 6 ივნისს, ნორვეგიისა და 9 ივნისს, მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს.

0.094445