„ნაპოლის“ თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა ანტონიო კონტეზე და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ყველაფერს გააკეთებს, იტალიელი მწვრთნელი გუნდში რომ დარჩეს.
„ბევრი ემოციაა, შესანიშნავად ვიმუშავეთ, ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ ამ ხალხის გამო, ასევე, გუნდის გამო, მწვრთნელისა და კლუბის. ნამდვილად ბევრი ვიმუშავეთ და საბოლოოდ, გამარჯვება დავიმსახურეთ, არასდროს დავნებებულვართ.
კონტემ რომ დამირეკა, ზარი ნამდვილად 15 წამის განმავლობაში გაგრძელდა, სახლში ვიყავი, როცა დავინახე, რომ კონტე მირეკავდა, მაშინვე მივხვდი რა უნდოდა. არც მიფიქრია ისე დავთანხმდი „ნაპოლიში“ მისი ხელმძღვანელობით თამაშს. როგორც ვთქვი, ის ჩემთვის ფილ ჯექსონია და მე მისთვის შაკილ ო’ნილი ვარ. მთელმა გუნდმა ბევრი ვიმუშავეთ ამ ტიტულისთვის.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ კონტე „ნაპოლიში“ დარჩეს, ვეტყოდი, რომ დარჩეს, ჩემი აზრით, დარჩება“, - თქვა ლუკაკუმ.
შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ „ნაპოლის“ ჩემპიონობაში წვლილი 14 გოლით და 10 საგოლე პასით შეიტანა.