ფეხბურთი

0:08 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ფეხბურთელები და მთელი ხელმძღვანელობა ცდილობს კონტე დარჩენაში დაარწმუნონ

„ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს მომავალი ბუნდოვანია, მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს.

კონტეს მუშაობით ყველა კმაყოფილია - კლუბიც და ფანებიც. თუმცა, თავად იტალიელი სპეციალისტი განიხილავს წასვლას და გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელები და მთელი ხელმძღვანელობა ცდილობს კონტეს დარწმუნებას, რომ „ნაპოლიში“ დარჩეს. მოკლედ, მისი დარჩენა ყველას სურს, ახლა არჩევანი თავად ანტონიოზეა.

სამშაბათიდან ოთხშაბათამდე მოსალოდნელია აურელიო დე ლაურენტისთან გადამწყვეტი შეხვედრა, სადაც ყველაფერი უნდა გაირკვეს. ანტონიო კონტეს „იუვენტუსს“ უკავშირებენ, წესით ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ნათელი.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სკუდეტო მოიგო, ისტორიაში მეოთხედ, ხოლო ბოლო სამ სეზონში მეორედ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16436