აშშ-ის ნაკრებმა შვეიცარია ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში შვეიცარია დაამარცხა - 1:0 და 65 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა ტიტულს.
ერთადერთი გოლი დამატებით დროში მესამე წუთზე ამერიკელმა თავდამსხმელმა ტეიჯ ტომპსონმა გაიტანა.
სმერიკელები თასის მისაღებად გარდაცვლილი თავდამსხმელის, ჯონი გოდროს მაისურით წარსდგნენ.
ბრინჯაოს მედლები მასპინძელმა შვედებმა ირგუნეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში შვედებმა დანია 6:2 დაამარცხეს. გამარჯვებულთაგან 3 (2+1) ქულა მიხაელ ბაკლუნდმა მიითვალა, ორი გოლი მარკუს იოჰანსონმა გაიტანა, თითო - ლუკას რაიმონდმა და მიკა ზიბანეიადმაც, ამ უკანასკნელმა კი საგოლე გადაცემაც შასრულა. დანიის ნაკრების გოლები ნიკ ოლესენმა და ნიკოლაი ელერმა გაიტანეს.