ფეხბურთი

12:15 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ახალი საშინაო ფორმა წარადგინა – ჩაკვეტაძე მთავარი გმირია

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალი საშინაო ფორმა აქვს. ეროვნული ნაკრების ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც ჩვენი ქვეყნის გუნდის ფორმის პრეზენტაციაა წარმოდგენილი. მთავარი გმირი კი გიორგი ჩაკვეტაძეა.

ვიდეოში ჩაკვეტაძე ახალ ფორმაში პოზირებს. ახალი დიზაინი კვლავ იტალიურ ბრენდ Macron-ს ეკუთვნის და მოიცავს შავ, თეთრ და წითელ ფერებს. ფორმის სტილი მინიმალისტურია, თუმცა სიმბოლურად დატვირთული. მაისური პოლოს ტიპისაა, ზურგზე კი გამოსახულია წარწერა: „მე ვარ საქართველო“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.104744