მსუბუქმა ფორვარდმა და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ისაუბრა ინციდენტზე, როდესაც ინგლისის პრემიერლიგაში გამარჯვების საპატივცემულოდ გამართული საზეიმო აღლუმის დროს მანქანა „ლივერპულის“ გულშემატკივრების ჯგუფს შეეჯახა. მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ღმერთო ჩემო! უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რა მოხდა. ჩემი ფიქრები და ლოცვები ყველასთანაა, ვინც აღლუმზე ამ ტრაგედიით დაზარალდა. რა უაზრო საქციელია!“ - დაწერა ჯეიმსმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
ჯეიმსი 2011 წლიდან „ლივერპულის“ საფეხბურთო კლუბის ბიზნეს-პარტნიორი და თანამფლობელია. მან კლუბში მინორიტარული წილი შეიძინა, ხოლო 2021 წელს გაზარდა თავისი წილი და Fenway Sports Group (FSG)-ის ბიზნეს-პარტნიორი გახდა, რომელიც „ლივერპულს“ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონი 2024/2025 წლების სეზონში გახდა, ინგლისის პრემიერლიგის 38 ტურში 84 ქულით. მეორე ადგილზე მყოფ „არსენალთან“ უპირატესობა 10 ქულა გახლდათ.