„ლივერპულის“ პრესსამსახურმა კლუბის ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც მანქანა გულშემატკივრების ბრბოში შევარდა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვების აღსანიშნავი საზეიმო აღლუმის დროს. მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ მერსისაიდის პოლიციასთან უოტერ-სთრითზე დღეს საღამოს ჩემპიონატის აღლუმის დასრულებისას მომხდარ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ამ სერიოზული ინციდენტით დაზარალებულებთანაა. გავაგრძელებთ სრულ მხარდაჭერას სასწრაფო დახმარების სამსახურებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რომლებიც ამ ინციდენტის გარშემო მუშაობენ“, - ნათქვამია „ლივერპულის“ პრესსამსახურის განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).