ფეხბურთი

15:03 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

2024/2025 წლების ლა ლიგის სეზონის სარას თასის გამარჯვებული გამოვლინდა

„ვილიარეალის“ თავდამსხმელმა აიოსე პერესმა 2024/2025 წლების სეზონის სარას თასი მოიგო. ამის შესახებ „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ პრესსამსახურმა განაცხადა.

ეს ჯილდო გადაეცემა ესპანელ ფეხბურთელს, რომელმაც სეზონში ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. თასი „ატლეტიკის“ ლეგენდარული თავდამსხმელის, ტელმო სარას სახელს ატარებს.

ჯამში, აიოსე პერესმა მიმდინარე ლა ლიგის 30 თამაშში 19 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შასრულა. „ბილბაოს“ ბასკ შემტევ ნახევარმცველს, ოიან სანსეტს, რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა, 29 მატჩში 15 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მოუგროვდა.

ეს აიოსეს კარიერაში პირველი თასია. ბოლოს „ვილიარეალის“ ფეხბურთელმა ეს ჯილდო 2020/2021 წლების სეზონში მოიგო, როდესაც ჟერარ მორენომ ზედიზედ მეორედ ირგუნა პრიზი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095355