თამაშგარე

15:36 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალინა და ადრიანი - სიყვარული ზღვისგაღმა

რუმინელი მოდელი და ყოფილი „მის რუმინეთი“ სალინა მიტრა ლამაზმანთა იმ კატეგორას განეკუთვნება, რომელთაც ბევრი ლაპარაკი მაინცდამაინც არ უყვართ, თუმცა დგება ჟამი, როდესაც პირს ისე „ფართოდ მოაღებენ“ რომ მათი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებსაც კი დიდი ემოციით ყვებიან და ყველას გვარწმუნებენ, რომ არა არს დაფარული რომელიც არა განცხადდეს.

ზღვისგაღმელი ქალბატონი სალინა მიტრაც ადგა და თანამემამულე ჟურნალისტებს სულ დეტალებში უამბო მასსა და ვეტერან რუმინელ ფეხბურთელს, ადრიან მუტუს შორის გაჩენილი ტრფიალების ამბავი და ის-ის იყო სექსის ამბებიც ძირეულად და მხატვრულად უნდა ჩამოეგვირისტებინა, მაგრამ ვნაბააღმძვრალმა ჟურნალისტებმა დროულად შეაჩერეს.

წლების წინ, ბულვარული მედია ისედაც წერდა, ადრიან მუტუ მავან შავგვრემან ლამაზმანს ხვდებაო, თუმცა მაშინ ადრიანის ცხოვრებაში იმდენი ქალი იყო, დეტალურად აღარ გამოიძიეს სალინა მიტრას ვინაობა და რაობა, რაც როგორც ჩანს თავად სალინას არ ეპიტნავა. ცნობილ ფეხბურთელთან რომანი ხომ პოპულარობის ზრდას ნიშნავს. ზედმეტი პოპულარობა ვის აწყენს?

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169238