„სარაევოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ბოსნია და ჰერცეგოვინას პროფესიულ ფეხბურთელთა კავშირმა მერვედ მოაწყო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც გიორგიც მოხვდა, უფრო მეტიც, ის სეზონის MVP გახდა.
ქართველმა ფორვარდმა ბოსნიის ჩემპიონატის 25 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, რითაც ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. გარდა ამისა, გიორგიმ თასზე 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოთხ თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა.
ბოსნიის ჩემპიონატი ჯერ დასრულებულა, ბოლო ტურში, 31 მაისს, „სარაევო“ „პოსუსიეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.