მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე იან ობლაკმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ჟირონასთან“ გამარჯვების შემდეგ (4:0) ზამორას თასი მოიგო, რომელიც თამაშში ყველაზე ნაკლები გოლის გამშვებ მეკარეს გადაეცემა.
სლოვენიელი მეკარისთვის ეს მის კარიერაში მეექვსე ჯილდოა, რაც მეკარეებს შორის რეკორდია. აღსანიშნავია, რომ 2024/2025 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 36 მატჩში ობლაკმა 30 გოლი გაუშვა. სულ, ამ სეზონში სლოვენიელმა 46 თამაში ჩაატარა, სადაც 44 გოლი გაუშვა.