კალათბურთი

16:55 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პანათინაიკოსის" და "ოლიმპიაკოსის" ფანები ქუთაისში აეროპორტში ჩარჩნენ

ევროლიგის ოთხთა ფინალის შემდეგ აბუ-დაბიდან საბერძნეთში „ოლიმპიაკოსის“ და „პანათინაიკოსის“ 200-მდე გულშემატკივარი ქუთაისის გავლით ბრუნდებოდა, მაგრამ ისინი აეროპორტში გაიჭედნენ.

როგორც ცნობილი გახდა, ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენა რამდენჯერ გადაიდო, ბოლოს სულაც გაუქმდა. ბერძენი გულშემატკივრები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს.

„საჭმელი მოგვცეს, მაგრამ წყალი არა. ავიაკომპანიამ ფრენა საღამოს 17:30 საათზე გადადო, შემდეგ 19:30-ზე, საბოლოოდ, კი, რეისი გაუქმდა. მათ თქვეს, რომ ეკიპაჟს ჩვენთან ერთად ფრენის ეშინოდა. რეალურად, პრობლემის შემთხვევაში ერთ-ერთ მათგანს გააძევებდნენ, დანარჩენებს კი, ფრენის უფლებას მოგვცემდნენ. ზოგიერთმა საბერძნეთში დაგვიანების გამო სამსახურიც კი დაკარგა. მხოლოდ სასტუმროს ხარჯებია დაფარული, სათანადო კვება კი, არ გვაქვს“, - თქვა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კოსტას ჰაროკოპოსმა.

შეგახსენებთ, რომ „ოლიმპიაკოსი“ და „პანათაინაიკოსი“ ნახევარფინალში დამარცხდნენ და ევროლიგაზე მესამე-მეოთხე ადგილებით მოუწიათ დაკმაყოფილება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092122