საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდზე სეზონის საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს.
ლიგა 1-მა სეზონში სულ 8 გოლი გამოარჩია, მათ შორის, სამი ქართველი ფეხბურთელებისაა: გიორგი მიქაუტაძის გოლი „ანჟერთან“, ზურიკო დავითაშვილის „ოსერთან“ და ხვიჩა კვარაცხელიას - „მონაკოსთან“.
ხმის მიცემა ნებისმიერ გულშემატკივარს მოცემულ მბულზე შეუძლია.
ხვიჩა, ზურიკოს და გიორგი გარდა, ნომინანტებში არიან ჯონათან როუ, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში, ამინ გუირი და ანას ზარუჰი.