„სენტ ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის მომავალი გაურკვეველია. ფრანგული კლუბი ლიგა 2-ში დაქვეითდა, რის გამოც ძნელად წარმოსადგენია, რომ ქართველი შემტევის შენარჩუნება შეძლოს.
განსაკუთრებული მოთხოვნაა დავითაშვილსა და ლუკას სტასენზე, რომლებიც „სენტ ეტიენში“ გამორჩეულები იყვნენ. „მწვანეებს“ ორივეს შენარჩუნება სურთ და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, მაგრამ ამის მაინც ნაკლები შანსია.
როგორც ფრანგული მედია წერს, დავითაშვილით „სტრასბურია“ დაინტერესებული, ხოლო „სენტ ეტიენს“ „სტრასბურის“ მეკარე, რობინ რისერი სურს, ამიტომ, შეიძლება გაცვლა მოხდეს. ცხადია, დავითაშვილის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე რისერის, რის გამოც „სტრაბსურს“ ფულიც დამატებაც მოუწევს. თუმცა, ეს ბარტერი შესაძლოა, ორივე გუნდისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს.
„სტრასბური“ არ არის ერთადერთი გუნდი, რომელიც 24 წლის შემტევით დაინტერესებულია. თურქული მედია აქტიურად წერს სტამბოლის „გალათასარაის“ შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალები უცნობია.
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის 33 მატჩში თავი 9 გოლით, 8 საგოლე პასით და ერთი მოპოვებული პენალტით გამოიჩინა, რაც შესანიშნავი სტატისტიკაა. ქართველს „მწვანეებთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.