ფეხბურთი

19:25 | 27.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

რაულმა "რეალი" დატოვა

რაულმა მადრიდის „რეალი“ დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლო წლებში კასტილიაში მუშაობდა, მაგრამ კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.

ესპანური მედიის ცნობით, რაულს იმედი ჰქონდა, რომ პირველ გუნდში დააწინაურებდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც „სამეფო კლუბში“ ჩაბი ალონსო აირჩიეს, მან მადრიდულ გრანდთან განშორება გადაწყვიტა.

რაული „სამეფო კლუბის“ აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს 2018 წლიდან ედგა სათავეში და 19-წლამდელებს უეფას ახალგაზრდული ლიგაც მოაგებინა. თუმცა, მთავარ გუნდში შანსი ვერ მიიღო.

როგორც As-ი იტყობინება, რაულმა უკვე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება: „ლიდსიდან“, „ვილიარეალიდან“ და „შალკედან“, სადაც ის 2010-2012 წლებში თამაშობდა და მას უკვე ამბიციური პროექტით მიმართა.

თეგებირაულირეალი
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.172945