ნიკოლოზ ბასილაშვილი როლანდ გაროსის გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი პორტუგალიელ ენრიკე როშასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
შეხვედრა 3 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა, როშამ კი, ხუთ სეტში 7:6, 2:6, 7:6, 2:6, 6:2 გაიმარჯვა.
ბასილაშვილი მეორე და მეოთხე სეტებში დომინანტური იყო, პირველ და მესამე სეტებში კი, ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში სეტი ტაიბრეიკზე დათმო. გადამწყვეტ მეხუთე სეტში უკვე მეტოქე ფლობდა უპირატესობას.
ქართველმა 5 ეისი მიითვალა და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 13 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. მატჩის ბედი უნებლიე შეცდომებმა გადაწყვიტა, რომელიც ბასილაშვილს 88(!) ჰქონდა, პორტუგალიელს 32 და რა თქმა უნდა, ამან განსხვავებაც შექმნა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც რეიტინგში 133-ე ადგილზეა, როლან გაროსის ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვდა.