ფეხბურთი

0:00 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

დონეცკის "შახტარის" მწვრთნელად არდა თურანი დაინიშნა

დონეცკის „შახტარის“ მთავარ მწვრთნელად არდა თურანი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

თურქმა სპეციალისტმა უკრაინული გუნდი წარუმატებელი სეზონის შემდეგ ჩაიბარა: „შახტარმა“ უკრაინის ჩემპიონატში მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა თასის მოგება შეძლო და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

მოგეხსენებათ, „შახტარში“ ირაკლი აზაროვი თამაშობს, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენშია“ განათხოვრებული, მაგრამ სავარაუდოდ, ზაფხულში უკრაინულ გუნდში დაბრუნდება.

არდა თურანს დიდი სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, ის 2023-2025 წლებშ თურქულ „ეიიუპსპორში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.16342