ფეხბურთი

1:40 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ მოსაფიქრებლად 2-3 დღე მოითხოვა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს, ცნობილია, რომ კონტე გუნდიდან წასვლას აპირებს, "იუვენტუსში" დაბრუნება სურს, ხოლო დე ლაურენტისი არ აპირებს მისთვის ხელის შეშლას, მაგრამ ბოლომდე ეცდება, რომ გადააფიქრებინოს და გუნდში დარჩენაზე დაითანხმოს.

როგორც ჩანს, პირველმა შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიბარა, რადგან შეხვედრამდე უფრო რეალურად ჩანდა კონტეს წასვლა, მაგრამ ახლა ასე აღარააა - ანტონიომ 2-3 დღე მოითხოვა მოსაფიქრებლად. მოკლედ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თავის მხრივ „ნაპოლიში“ კონტეს შემცვლელად მასიმილიანო ალეგრის განიხილავენ, რომელიც ნეაპოლურ გუნდს ელოდება, მაგრამ დროს კვირის ბოლომდე აძლევს. ასე რომ, მაინც ყველაფერი ამ კვირაში უნდა გადაწყდეს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095983