ფეხბურთი

2:20 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პელეგრინი: "ჩელსი" ყველაფერში სახიფათოა"

სევილიის „ბეტისის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კონფერენს ლიგის ფინალში „ჩელსისთან“ ფინალის წინ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მეტოქე ფავორიტია და რთულ მატჩს ელოდება.

„ჩელსი“ ყველაფერში სახიფათოა, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ და ენცო მარესკა გუნდს შემტევი მენტალიტეტით ათამაშებს. ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება, ისინი ფავორიტები არიან, რადგან ჩვენზე მაღალი ღირებულება აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ყველაფერი მოედანზე წყდება.

ენცო მწვრთნელი რომ გახდებოდა, ვიცოდი, ის ბევრს ლაპარაკობდა, ბევრ კითხვას სვამდა ტაქტიკასა და ტექნიკაზე, შეიძლებოდა მაშინვე იმის თქმა, რომ ის მწვრთნელი გახდებოდა. მასთან „მალაგასა“ და „მანჩესტერ სიტიში“ ვმუშაობდი, კვლავ ხშირად ვსაუბრობთ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მატჩია, პირველი ფინალია, გვინდა გამარჯვება“, - თქვა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბეტისისა“ და „ჩელსის“ მატჩი 28 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169311