NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური ეტაპის რიგით მეოთხე მატჩში "ინდიანა პეისერსმა" საკუთარ დარბაზში "ნიუ იორკ ნიქსის" უმასპინძლა და მეტოქე 130:121 დაამარცხა და სუპერფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა (3:1).
მთელი შეხვედრის განმავლობაში "პეისერსი" უპირატესობას ფლობდა, რაც შედეგშიც აისახა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში ისტორიული შედეგი დააფიქსირა ტაირეს ჰალიბერტონს, რომელმაც 32 ქულა, 12 მოხსნა და 15 შედეგიანი გადაცემა დააგროვა და მატჩი სამმაგი დუბლით დაასრულა. ეს ყველაფერი კი ამერიკელმა კალათბურთელმა ისე გააკეთა, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში დაკარგვა არ ჰქონია, რაც NBA-ს პლეი-ოფების ისტორიაში პირველად მოხდა.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 30 მაისს გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალში ერთმანეთს "მინესოტა ტიმბერვულზი" და "ოკლაჰომა სითი" ხვდებიან და "პეისერსის" მსგავსად სუპერფინალში სათამაშოდ "მინესოტას" ერთი გამარჯვება აშორებს.