ფეხბურთი

11:40 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მატეო დარმიანი: "ვცით რა რთული თამაში გველოდება, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა ვითამაშოთ"

"ინტერის" ფეხბურთელმა მატეო დარმიანიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელის თქმით, ისინი ამ შეხვედრისთვის მზად არიან და იციან, რომ წინ რთული მატჩი ელოდებათ.

"ვიცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ვიცით, რამდენად რთულია ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, რადგან აქ ყოველ წელს ვერ თამაშობ. ამიტომ მაქსიმალური სიმშვიდით და კონცენტრაციით უნდა მოვემზადოთ. ზედმეტი წნეხი საჭირო არაა, რადგან ამ მომენტით უნდა ვისიამოვნოთ და მატჩის დროთ მაქსიმალურად ფრთხილად ვითამაშოთ, რადგან პსჟ ძალიან სახიფათო გუნდია, არ ვფიქრობ, რომ პარიზელები მხოლოდ შეტევაში არიან ძლიერები, ისინი გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ." - განაცხადა დარმიანიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი "ინტერსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის მიუხენში, ალიანს არენაზე 31 მაისს გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094138