ფეხბურთი

12:09 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ფინალისთვის მზადება დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელიამ სრული დატვირთვით ივარჯიშა

"პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის თასის მოგების შემდეგ პირველად ივარჯიშა და ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის მომზადება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იმყოფებოდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სრული დატვირთვით ივარჯიშა და როგორც ფრანგული პრესა იტყობინება, ქართველი ფინალში სათამაშოდ 100%-ით მზად იქნება.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ საფრანგეთის თასის ფინალური მატჩი "რეიმსის" წინააღმდეგ (3:0) თავის ტკივილის გამო გამოტოვა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის წინა გახურების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო და ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი დეზირე დუემ დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ინტერს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 31 მაისს მიუნხენში "ალიანს არენაზე" გაიმართება.

0.091131