ფეხბურთი

14:13 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ფავორიტიც დაასახელა

ბრაზილიელმა რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა, სადაც ერთმანეთს "ინტერი" და "პარი სენ-ჟერმენი" დაუპირისპირდებიან.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა არ დამალა, რომ მისი გული "ინტერს" ეკუთვნის და თვლის, რომ ფინალში ფავორიტი სწორედ იტალიური კლუბია.

"ეს განსაკუთრებული ფინალია, სადაც ერთმანეთს ორი დიდი კლუბი შეხვდება. ორივე მათგანს საკუთარი ისტორიის დაწერა სურს. ერთ მხარეს არის "ინტერი", რომელსაც აღარ სურს ფინალში წაგება და მეორე მხარეს არის ლუის ენრიკეს პსჟ, რომელიც ესპანელის ხელში საოცარ ფეხბურთს აჩვენებს. ორივე გუნდში არიან ისეთი ხარისხის ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, ვფიქრობ ნაკლებ შეცდომას ვინც დაუშვებს, თასსაც სწორედ ის გუნდი მოიგებს. "ინტერში" შესანიშნავი პერიოდი გავატარე და სიმართლე გითხრათ ჩემი გული ამ კლუბს ეკუთვნის, როგორც გულშემატკივარმა სურვილი მაქვს, ჩემპიონი "ინტერი" გახდეს." -თქვა რონალდომ.

ცნობისთვის, რონალდო "ინტერის" ღირსებას 1997-2002 წლებში იცავდა, რა დროშიც 99 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 59 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი "ინტერსა" და პსჟ-ს შორის 31 მაისს, მიუნხენში "ალიანს არენაზე" გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090654