ფეხბურთი

16:01 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

GOAL-მა "ინტერისა" და "პარი სენ-ჟერმენის" საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა

ავტორიტეტულმა გამოცემა Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის წინ "ინტერისა" და "პარი სენ-ჟერმენის" საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო თერთმეტეულში პსჟ-ს 8 ფეხბურთელი მოხვდა, ხოლო "ინტერიდან" საუკეთესოთა შორის მხოლოდ ბასტონი, დუმფრისი და ბარელა არიან დასახელებულნი.

საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა.

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, უილიან პაჩო, ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში.

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჟოაუ ნევეში, ვიტინია, დენზელ დუმფრისი (ინტერი).

თავდამსხმელები: უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია.

"ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ-5 ლიგებიდან ორში წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდების ჩემპიონობაში (საუბარია ნაპოლიზე და პსჟ-ზე), მას შაბათს საღამოს ჩემპიონთა ლიგის მოგებით შეუძლია კიდევ ერთი წარმატებული კამპანია შეასრულოს. ქართველი ფეხბურთელი წარუმატებელი 2023-2024 წლების სეზონის შემდეგ, ჩვეულ მომაჯადოებელ მდგომარეობას დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც იანვარში პსჟ-ში გადავიდა. რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას მეტი გოლის გატანა სჭირდება, მაგრამ მან წარმატებული სეზონისთვის საკმარისი გააკეთა, რომ მარკუს ტურამი ჩვენი გაერთიანებული გუნდიდან ჩამოაგდო." -წერს გამოცემა ხვიჩაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი პსჟ-სა და "ინტერს" შორის 31 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162375