გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პარენსენმა ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ბუნებრივია, რომ კიტეიშვილის მიმართ ინტერესი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე „შტურმი“ მომავალს მას უკავშირებს.
„კიტეს ტრანსფერისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. თუმცა, ცხადია, რომ ბოლო წლებში მისდამი ინტერესი არაერთხელ გაღვივდა. ის ფაქტი, რომ 30 წლისაა, ზედიზედ მეორე სეზონია საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ცდილობ, ახალ ვარიანტებსაც უყუროს, ეს ეჭვგარეშეა, თუმცა, ახლა ცალსახად ოთართან ერთად ვგეგმავთ მომავალს“, - თქვა პარენსენმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლიდან თამაშობს. ის ზედიზედ ორჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი, ავსტრიის თასის გამარჯვებული და ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.
კიტეიშვილი ბოლო პერიოდში ინგლისურ კლუბებს, „სანდერლენდს“, „ბარნლისა“ და „ლიდს იუნაიტედს“ დაუკავშირეს.