ფეხბურთი

18:05 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ინტერის" ტრებლი არ მსურდა, მაგრამ ახლა მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს"

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ არ სურდა, „ინტერს“ სეზონში სამივე ტიტული მოეგო, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალიაში ეს გუნდი უტიტულოდ დარჩა, უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიმარჯვოს.

საქმე ისაა, რომ „ინტერს“ ისტორიაში ერთადერთი ტრებლი სწორედ მოურინიომ მოაგებინა, შესაბამისად, არ სურდა, იგივე „ნერაძურის“ მის გარეშეც გაეკეთებინა.

„ცოტა ბოროტი ვიქნები, მაგრამ გულწრფელი: ძალიან მეშინოდა, რომ ისინი ტრებლის მოგებას შეძლებდნენ და არ მინდოდა, რომ მოეგოთ, ტრებლი ჩემია... მაგრამ ახლა., როდესაც იტალიის თასი და სერია A ვერ მოიგეს, მინდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგონ.

ამის მიუხედავად, ლუის ენრიკე პსჟ-ში განსაკუთრებულად მუშაობს. მან გუნდი მთლიანად შეცვალა, დაკარგეს მთავარი მოთამაშე [მბაპე], თუმცა ყველაფერი არაჩვეულებრივად აღადგინეს. ასე რომ, თუ ლუისი მოიგებს, მის გამოც გამიხარდება“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერს“ ტრებლი ჟოზე მოურინიომ 2009-2010 წლების სეზონში მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095381